ფიორენტინა ფაჯოლის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
SportItalia-ს ცნობით, ფლორენციელები იტალიელი ფეხბურთელის 18-თვიან იჯარაზე მუშაობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.
იუვენტუსი ფეხბურთელის არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ ფიორენტინას საბოლოო ჯამში ნიკოლოს 20-25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.