მოტა:“ მარცხი სრულიად ჩემს კისერზეა“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ბენფიკასთან მატჩი შეაფასა.
„მარცხის შემდეგ მე კონკრეტული ფეხბურთელებისკენ თითის გაშვერა არ მიყვარს. თუ ჩვენ მეტოქეზე უკეთესები არ ვართ და სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, ეს სრულიად ჩემი ბრალია. ახლა ჩვენ ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მზადებას შევუდგეთ.
„დღეს ჩვენ გამარჯვება არ დაგვიმსახურებია, ბენფიკამ უკეთ ითამაშა, გაცილებით მეტი მომენტი შექმნა და დამსახურებული ქულები მოიპოვა.
„კალულუ ? მან მცირე ტკივილი იგრძნო და რისკზე არ წავედით. იმედი მაქვს, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და პიერი მოკლე დროში დაბრუნდება.
„სატრანსფერო ფანჯარა ? მარცხის შემდეგ ამ თემაზე საუბარი უადგილოა, ჩვენ უკეთ თამაშისთვის ყველაფერი გვაქვს.“