TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლის იუვეში ლუისი-კოპმეიენრსი-ტურამის ტრიოს ხილვა სურს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი მომდევნო კვირებში გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება.

წყაროს ცნობით, დუგლას ლუისისა და კეფრენ ტურამის ტრანსფერების დახურვის შემდეგ, ბიანკონერის დირექტორი ატალანტასთან ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

ნიდერლანდელის გაფორმება მარტივი არ იქნება, რადგან ლა დეა მის სანაცვლოდ 55-60 მილიონს ითხოვს, ამიტომ იუვენტუსს პირველ რიგში დინ ჰეისენის გაყიდვა მოუწევს.