იუვენტუსი სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და მის გაფორმებას იჯარის წესით ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
პედულას თქმით, თუ ერიკ ტენ ჰაგმა სანჩოს გაშვებას მწვანე შუქი აუნთო, იუვენტუსი მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.