იუვენტუსმა მსურველებს ლუისის ფასი შეუთვალა
რამდენიმე ინგლისური გუნდი, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვას ვერც ერთი მათგანი ახერხებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს და მის გაშვებას 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მისი მარტივად დათმობა არ სურს.