მატრი:“ ვლაჰოვიჩი უკვე 3 წელია ვერ ვითარდება“
იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ დუშან ვლაჰოვიჩის რთულ პერიოდზე ისაუბრა.
„ვლაჰოვიჩი ბოლო 3 წელია ვერ ვითარდება. აქამდე დუშანის ცუდ თამაშს ყველა ალეგრის აბრალებდა, მაგრამ მას მოტას გუნდშიც იგივე პრობლემები აქვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გუნდი არც თუ ისე ბევრ შანსს უქმნის.
„ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და მილანმა მისი გაფორმება უნდა სცადოს. როსონერის დუშანის მსგავსი ფორვარდი სჭირდება, ვინც სეზონში მინიმუმ 15-20 გოლს გაიტანს.“