TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: ვეიგა იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ჩელსიდან რენატუ ვეიგას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ახალგაზრდა მცველი ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, რაც იუვენტუსს საერთო ჯამში 5 მილიონი ევრო დაუჯდება.

კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი მითითებული არ არის, მაგრამ თუ იუვენტუსი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა, მხარეებს შორის ფეხბურთელის მომავალზე მოლაპარაკებები სეზონის მსვლელობისას გაიმართება.

34 views
error: დაცული კონტენტი !