იუვე გოგლიჩიძეს გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ეცდება
რენატუ ვეიგას გაფორმების მიუხედავად, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი მცველის დამატებას გეგმავს და Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ემპოლის ქართველი ტალანტი საბა გოგლიჩიძეა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ემპოლისთან საბას თაობაზე მოლაპარაკებებს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს განაახლებს და მის გაფორმებას ეცდება.
არც ის არის გამორიცხული, იუვენტუსმა გოგლიჩიძე გაიფორმოს და ის სეზონის ბოლომდე ემპოლიში იჯარის წესით დატოვოს.