TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

SkySport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ბოლო საათებში ნიუკასლთან ლოიდ კელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა.

წყაროს ცნობით, ჩელსი რენატუ ვეიგას იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და მის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს, ამიტომ ჯუნტოლი კელის კანდიდატურას მიუბრუნდა.

ნიუკასლი კელის სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვს, ბიანკონერი კი მის იჯარაზე მუშაობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

22 views
error: დაცული კონტენტი !