კოპმეიენრსი:“ თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის მეც გაცილებით მეტი მოგვეთხოვება“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეიენრსმა ტორინოსთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, დღეს გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა და უკეთესი შედეგი დაიმსახურა, მაგრამ გოლი ძალიან მარტივ სიტუაციაში გავუშვით, შექმნილი მომენტები კი ვერ გამოვიყენეთ და მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.
„ჩვენ ვიცით, რომ გაცილებით მეტი გვმართებს და ამას პირველ რიგში საკუთარ თავზე ვამბობ.
„ვგრძნობ თუ არა წნეხს ? მე წნეხის ფონზე თამაშს მიჩვეული ვარ, ეს სრულიად ნორმალურია და მე ჩემს პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მე ასეთი წნეხის ფონზე თამაში მსიამოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლებელია.
„ქომაგების იმედგაცრუება ? ეს სრულიად ნორმალურია, ჩვენ იუვენტუსი ვართ, აქ მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა და მერწმუნეთ, შედეგებით კმაყოფილები არც ჩვენ ვართ, თუმცა გვჯერ,ა რომ სწორ გზაზე ვართ და სასურველ დონეს ძალიან მალე მივაღწევთ.
„ჩემთვის იუვენტუსის მაისურით თამაში დიდი პატივია, გუნდში ძალიან დიდი ხარისხია და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ.“