ბარსამ იუვეს წინადადება უარით გაისტუმრა
იუვენტუსი რონალდ არაუხოს ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელისგან თანხმობის მიღების შემდეგ, საერთო ენის გამონახვას ბლაუგრანასთან ცდილობს.
ესპანური წყაროების ცნობით, ბარსელონამ იუვენტუსის წინადადება, რომლის მიხედვითაც ტურინული გრანდი ფეხბურთელს 6-თვიანი იჯარით გაიფორმებდა, მისი შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, უარით გაისტუმრა.
ბარსელონას ურუგვაელი მცველის სანაცვლოდ საგრძნობლად მეტი თანხის, დაახლოებით 70-75 მილიონი ევროს მიღება სურს.