იუვენტუსმა დანილოსთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დანილოს აგენტს შორის კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, დანილოსთან ხელშეკრულების გაწყვეტა გუნდს დაახლოებით 3-4 მილიონ ევროს დააზოგინებს.
დანილოს უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ბრაზილიელი დიდი ალბათობით კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.