TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩმა შესაძლოა იუვე დატოვოს

იტალიური წყაროების ცნობით, ვასილიე აჯიჩმა იუვენტუსი შესაძლოა იჯარის წესით დატოვოს.

ხშირი ტრავმებისა და მაღალი კონკურენციის გამო, 18 წლის ფეხბურთელმა ტიაგო მოტას გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იუვენტუსი მისი არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის.

La Stampa-ს ცნობით, ვასილიეს მიმართ ინტერესს უტრეხტი და ხეტაფე იჩენენ.