TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტრავმირებულმა მილიკმა სარეაბილიტაციო პროცესის დროს ტრავმა მიიღო…

იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის დაბრუნება მოედანზე კიდევ უფრო გადაიდო.

იტალიური წყაროების ცნობით, პოლონელმა ფორვარდმა, ვინც მოედანზე ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, კუნთის ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნება გუნდის განკარგულებაში კიდევ მინიმუმ 2 კვირით გადაიდო.

იუვენტუსი ახალი ფორვარდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და მათ შორის ჯოშუა ზირკზეესა და კოლო მუანის კანდიდატები პრიორიტეტად მოიაზრებიან.