არსენალი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა
იტალიური წყაროების ცნობით, არსენალი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა.
ლონდონური გუნდი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და არ არის გამორიცხული, ინგლისელებმა მისი გაფორმება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადონ.
არასტაბილური თამაშისა და კონტრაქტის გარშემო არსებული სიტუაციის ფონზე, იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 60-65 მილიონს გადაიხდის.