ჯუნტოლი:“ ტომორი საინტერესო ფეხბურთელია, ზირკზეე ?…“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„როგორ შევაფასებდი სეზონის პირველ ნახევარს ? ჩვენ გასულ პერიოდში ტრავმების გამო გარკვეული სირთულეები გვქონდა, რის გამოც ქულებიც დავკარგეთ და ამის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.
„ილდისი სკამზე ? ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ილდისის სკამზე დატოვება არა ტექნიკური, არამედ ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.
„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ვიცით, რომ დაცვის გაძლიერება გვჭირდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მარტივი არასოდეს არის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით.
„ტომორი ? ის საინტერესო ფეხბურთელია, როგორც სხვა კანდიდატები, თუმცა ჩვენ უდნა დაველოდოთ, თუ რა მოთხოვნები აქვთ გუნდებს, ამისთვის მცირე მოთმინებაა საჭირო.
„ზირკზეე ? ჩვენ მანჩესტერთან არასოდეს გვისაუბრია. მილიკის ტრავმის ფონზე, ჩვენ შეტევის გასაძლიერებლად რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.“