კოპმეინერსი ფიორენტინასთან მატჩისთვის მზად იქნება
იუვენტუსის ნახევარმცველი ტეუნ კოპმეინერსი ფიორენტინასთან მატჩისთვის მზად იქნება.
ნიდერლანდელმა მცირე ტრავმა სერია ა-ს გასულ ტურში მიიღო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, თუმცა საბედნიეროდ ტეუნის ტრავმა სერიოზული არ არის და დიდი ალბათობით ის ფლორენციული გუნდის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ძირითად შემადგნელობას დაუბრუნდება ანდრეა კამბიაზოც, იტალიელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ფიორენტინასთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მისი ძირითადში ხილვაა მოსალოდნელი.