TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი ტომორის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მილანი იანვარში ფიკაიო ტომორის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, ინგლისელი მცველი როსონერის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ლომბარდიული გრანდი მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში მას გაყიდის.

დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ტომორის მიმართ სერიოზულია, თუმცა ბიანკონერი მის იჯარით გაფორმებას განიხილავს, მილანი კი თავის მხრივ ტომორის არენდით გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს.

45 views
error: დაცული კონტენტი !