TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის

ასტონ ვილას ნახევარმცველი დუგლას ლუისი შტატებში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირის დასაწყისში გაივლის და იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.

ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ ენცო ბარენეჩეას, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და ბონუსების ჩათვლით 28 მილიონ ევროს მიიღებენ.

ბრაზილიელი ნახევარმცველი ტურინულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი ევრო იქნება.