TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დიმარკო ხორვატიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც აძური ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ხორვატიის წინააღმდეგ მატჩში ფონს გასვლა ფედერიკო დიმარკოს გარეშე მოუწევს, რომელმაც ტრავმა ესპანეთთან შეხვედრის მსვლელობისას მიიღო და გუნდთან ერთად ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები B ჯგუფში 3 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ და მომდევნო ეტაპის საგზურის გასანაღდებლად მათ ხორვატიასთან გამარჯვება სჭირდებათ.