TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტა კოპმეიენრსის ტრანსფერში ჰეისენის ჩართვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ…

გამოცემა Il Giorno-ს ინფორმაციით, ატალანტა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერში იუვენტუსისგან დინ ჰეისენის ჩართვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა გუნდების შეფასება ესპანელის ფასის თაობაზე განსხვავდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მიიჩნევს, რომ ჰეისენი მინიმუმ 25-30 მილიონი ევრო ღირს, ლა დეა კი თავის მხრივ ჰეისენს 15 მილიონად აფასებს და შესაბამის ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ეს ხანგრძლივი, რთული პროცესი იქნება.