TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნიკო უილიამსი იუვენტისის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებას აგრძელებს და SprotMediaset-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის სიაში ამჯერად ესპანელი ტალანტი ნიკო უილიამსი გამოჩნდა.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბილბაოს რიგებში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ მის მიმართ ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან ძალიან დიდია.

ახალგაზრდა ტალანტის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. ტურინულ გრანდს ამ მომენტისთვის აღნიშნული თანხის გადახდა გაუჭირდება, მაგრამ თუ ფედერიკო კიეზამ გუნდი დატოვა, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს…

32 views
error: დაცული კონტენტი !