TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემი მაკკენის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ბრიტანულ მედიაში იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.

Football Insider-ის ცნობით, ლონდონელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ამერიკელი ფეხბურთელი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

ასტონ ვილაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, იუვენტუსი მაკკენის მსურველების ძიებას აქტიურად აგრძელებს და მის 20-25 მილიონ ევროდ გაფორმებას იმედოვნებს.