TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინულ გრანდსა და არაბულ ალ-ნასრს შორის ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

არაბებს შესნისთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ და ახლა გუნდები მისი სატრანსფერო ფასის თემაზე საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი შესნის სანაცვლოდ დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს მიიღებს, მას ტურინულ გრანდში მონცას კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიო შეცვლის.