TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის

დუგლას ლუისი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ტურინული გრანდის სამედიცინო შტაბის ერთ-ერთი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და პროცედურას პირადად დაესწრება.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ლუისი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.

შეგახსენებთ, ასტონ ვილა დუგლას ლუისის სანაცვლოდ სამუელ აილინგ ჯუნიორს, ენცო ბარენეჩეასა და 25 მილიონ ევროს მიიღებს. აილინგისა და ენცოს კონტრაქტებში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მათი შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში ტურინული გრანდი დამატებით 10 პროცენტს მიიღებს.