იუვეს ინტერესი ჰოლმის მიმართ არ დადასტურდა
იუვენტუსს გასულ დღეებში ემილ ჰოლმი დაუკავშირეს, თუმცა ალფრედო პედულას ცნობით, ტურინული გრანდი 24 წლის ფეხბურთელით არ ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ჰოლმის სამსახური იუვენტუსს ფეხბურთელის აგენტმა შესთავაზა, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი მისი ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.
ბიანკონერის მთავარი სამიზნე დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ჯოვანი დი ლორენცოა.