TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დი ლორენცოს თაობაზე ნაპოლისთან შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამართავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯოვანი დი ლორენცოს პოზიცია არ იცვლება და მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, იტალიელი მცველის გაფორმების მთავარი კანდიდატი იუვენტუსია, ტურინულ გრანდსა და დი ლორენცოს შორის 4-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

სკირას თქმით, იუვენტუსსა და ნაპოლის შორის დი ლორენცოს ტრანსფერის თაობაზე შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება. პარტენოპეი მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.