TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო:“ ცენტრ-ფორვარდად თამაში ? მე ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს ვჭირდები…“

იუვენტუსის უკანახაზელმა ანდრეა კამბიაზომ ასტონ ვილასთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტიაგო მოტას კომენტარს შემოგთავაზებთ რამდენიმე წუთში.

„დატვირთული გრაფიკი ? თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რაც უფრო მეტს ვთამაშობ, უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს.

„ინგლისური ჩემპიონატი ? პრემიერ ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, რომელშიც გამორჩეული გუნდები თამაშობენ და ვიცით, რომ ხვალ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება.

„შემიძლია თუ არა ცხრიანის პოზიციაზე თამაში ? თუ მწვრთნელს დავჭირდები, მე კარში თამაშიც შემიძლია. მოტივირებული ვარ და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.

„კაპიტნის სამკლაური ? ჯერჯერობით მწვრთნელს არ უთქვამს, ვინ უკაპიტნებს ხვალ გუნდს.

„ტრავმების სიტუაცია ? ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს, ამიტომ მე და ჩემმა თანაგუნდელებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.“