იუვენტუსმა დევიდს ახალი გუნდის პოვნა დაავალა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გაყიდვას ეცდება.
Tuttosport-ის ცნობით, ტურინულმა გრანდმა კანადელ ფორვარდს აცნობა, რომ ის ძირითად ფორვარდად არ მოიაზრება და გუნდი დევიდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ინფორმაციით, კომოლი კანადელის იაფად გაშვებას არ აპირებს. იუვენტუსს მის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, რაც ბალანსზე სრულად პოზიტიურად აისახება, რადგან იუვენტუსმა ის უფასოდ გაიფორმა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
