იუვე ბოლონიას ტალანტის უფასოდ გაფორმებას გეგმავს
იუვენტუსი ბოლონიას ახალგაზრდა ტალანტის კასპერ ურბანსკის ტრანსფერით ინტერესდება.
პოლონელ ნახევარმცველს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ბიანკონერის 20 წლის ფეხბურთელის გაფორმება სეზონის ბოლოს უფასოდ შეეძლება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ურბანსკის გუნდში ხილვა ტიაგო მოტას პირადად სურს. იუვენტუსი ფეხბურთელთან პრე-კონტრაქტის გაფორმებას მომდევნო წლის დასაწყისში ეცდება.