იუვე დაიერის კანდიდატურას განიხილავს…
კრისტიანო ჯუნტოლი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ბაიერნის უკანახაზელი ერიკ დაიერია.
ინგლისელ ფეხბურთელს რეკორდმაისტერების რიგებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მისი კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ იუვენტუსს უნივერსალი მცველის გაფორმება იანვარში ხელსაყრელ ფასად შეეძლება.
SportItalia-ს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ მომდევნო კვირებში სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.