TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლუისი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის

ჯოვანო ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბის წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდება, სადაც ლუისი ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებას დაესწრება, რის შემდეგაც ბრაზილიელი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.

ინგლისელები ლუისის სანაცვლოდ ენცო ბარენეჩეას, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 25 მილიონ ევროს მიიღებენ.