TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლიმ ტურამის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა ნიცას ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში ადრიენ რაბიოს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც დიდი ალბათობით ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ტურამის მიმდინარე კონტრაქტი ნიცასთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ფრანგებს მისი გაყიდვა დაახლოებით 20 მილიონ ევროდ მოუწევთ. მისი ალტერნატივა მონაკოს იუსუფ ფოფანაა, მაგრამ ჯუნტოლის პრიორიტეტი სწორედ ტურამია.