TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ისეთი ფეხბურთელის დამატება გვსურს, ვინც იუვენტუსისთვის მზად არის“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სიტუაცია სერია ა-ში ? იტალიური ჩემპიონატის ხიბლიც სწორედ ეს არის, ჩვენ ძალიან ბევრი ძლიერი, ამბიციური გუნდი გვყავს, რაც კონკურენციისთვის ძალიან კარგია. ჩვენ ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა საერთო ჯამში სეზონის სტარტით კმაყოფილები ვართ.

„მოტას პროექტის თითქმის თავიდან დაწყება მოუწია, რაც მარტივი არ არის. ჩვენ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს და განვითარების დიდი პოტნეციალი გვაქვს.

„სავონა ? ჩვენ მისი წარმატებული თამაშის გამო ბედნიერები და ამაყები ვართ, ის იუვენტუსის ახალგაზრდული სექტორის ერთ-ერთი მარგალიტია, ის ძალიან შრომისმოყვარე და კარგი ახალგაზრაა, სავონას წინ დიდი მოამვალი აქვს.

„ილდისი ? ეჭვგარეშეა, რომ იუვენტუსის 10-ნომრიანი მაისურის ტარება მარტივია არავისთვის არის, თუმცა კენანი ამ პასუხისმგებლობას არ შეუშინდა. ილდისი 2005 წელს არის დაბადებული, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ის თავის ტალანტს ყოველდღიურად ამტკიცებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ ამ მომენტისთვის დაკვირვების რეჟიმში ვართ და რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. ჩვენ ისეთი ფეხბურთელის გაფორმება გვსურს, ვინც გუნდის დასახმარებლად დაუყოვნებლივ მზა იქნება.“

error: დაცული კონტენტი !