TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პაგანინიმ იანვარში იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

Sky Sport-ის ჟურნალისტმა პაოლო პაგნაინიმ იანვარში იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„როგორც ჯუნტოლიმ ღიად აღნიშნა, იუვენტუსის პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება. ბიანკონერის სასურველი სამიზნეების ძიება უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჯუნტოლის პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული არ ჰყავს.

„შეტევას რაც შეეხება, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ბიუჯეტს მცველს მოახმარს, ამიტომ შეტევის გაძლიერება იჯარით აყვანილი ფეხბურთელით განიხილება. იუვენტუსის პრიორიტეტი ჯოშუა ზირკზეეა, ვინც დიდი ალბათობით გუნდს იანვარში დატოვებს.“

error: დაცული კონტენტი !