იუვენტუსს კალაფიორის ტრანსფერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა
იუვენტუსი ბოლონიას მცველის რიკარდო კალაფიორის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კონკურენტების სია სულ უფრო იზრდება.
ტოტენჰემის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ამჯერად ატლეტიკომ დააფიქსირა.
ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, მადრიდელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და მომდევნო კვირებში ბოლონიასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
კალაფიორის პრიორიტეტი კვლავ იტალიაში დარჩენა და იუვენტუსში თამაშია, თუმცა ბიანკონერის მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონი ევროს გადახდა გაუჭირდება.