იუვე NextGen-იდან მონტეროს გაშვებას განიხილავს
იუვენტუსი NextGen-ის გუნდიდან ლეგენდარული პაოლო მონტეროს გაშვებას განიხილავს.
მონტერომ ბიანკონერის u19 გუნდი სეზონის სტარტზე დატოვა და NextGen-ი ჩაიბარა, რომელიც სერია ც-ში ასპარეზობს, თუმცა 53 წლის სპეციალისტის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს.
იუვენტუსის NextGen-ი სერია ც-ს ბოლო ადგილზეა, 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს და უსაფრთხო ზონას 7 ქულა აშორებს.
იუვენტუსის ხელმძღვანელობა მონტეროს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს და დიდი ალბათობით ტურინული გრანდის ლეგენდას დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს.