ტაკინარდი:“ ინტერთან მატჩის შემდეგ, მე სხვა იუვენტუსს ველოდებოდი“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ პარმასთან მატჩი შეაფასა.
„ჩემთვის ეს მოულოდნელი მატჩი იყო. ინტერთან ძალიან რთული შეხვედრის შემდეგ, მე უფრო მოტივირებულ და მშიერ იუვენტუსს ველოდებოდი, ამის ნაცვლად კი მათ სერია ა-ს ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან ქულები დაკარგეს და მარცხთან ახლოს იყვნენ.
„ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პარმასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კონსეისაუა, ილდისი კი სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს.“