მაკკენი:“ ჩვენ სეზონის პირველ ადგილზე დასრულება გვინდა“
იუვენტუსის ნახევარმცველმა უესტონ მაკკენიმ პარმასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ადრენალინი და დაღლილობა ინტერთნ მატჩის შემდეგ ? დაღლილობა სუსტი ადამიანებისთვის არის, ადრენალინი კი სრულიად ნორმალურია. ჩვენ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ, რადგან ჩვენმა კონკურენტებმა უკვე გაიმარჯვეს, ჩვენ კი სეზონის პირველ ადგილზე დასრულება გვინდა.
„არის თუ არა ჩემი მიზანი 10 გოლი და 10 ასისტი ? პირად სტატისტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გუნდის წარმატებაა და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“