TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 90 მილიონს ითხოვს

ინგლისური გუნდების ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი იანვარში დუშან ვლაჰოვიჩის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის გაშვებას მხოლოდ მნიშვნლეოვანი წინადადების შემთხვევაში გეგმავს.

სერბი ფეხბურთელი გასულ კვირებში რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის კი ყველაზე მეტად არსენალი აქიტურობს, რომელიც იანვარში დუშანის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის.

იუვენტუსი თავის მხრივ ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობს და იტალიური წყაროების ცნობით, იანვარში მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს გადაიხდის.

28 views
error: დაცული კონტენტი !