სპალეტი:“ სან სიროზე დიდებული შოუ ვნახეთ“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ, ვინც ინტერი – იუვეს მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.
„ჩვენ სან სიროზე დიდებული მატჩი ვიხილეთ და ვფიქრობ, ქომაგები ამ შეხვედრით კმაყოფილები უნდა იყვნენ.
„ასეთი შეხვედრები სერია ა-სთვის და სრულიად იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან კარგი რეკლამაა. იმედი მაქვს, ასეთ დაძაბულ მატჩებს კიდევ ძალიან ბევრს ვნახავთ.“