იუვენტუსი ფოფანას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
კრისტიანო ჯუნტოლის ადრიენ რაბიოსთან ახალი კონტრაქტის შეთანხმება არ გამოსდის, ამიტომ იუვენტუსის დირექტორი მონაკოს იუსუფ ფოფანას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
SportItalia-ს ცნობით, ბიანკონერი რაბიოს პასუხს კიდევ რამდენიმე დღე დაელოდება, შემდეგ კი მონეგასკებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
იუვენტუსს ფოფანას გაფორმება, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, 20-25 მილიონად შეეძლება. მისი ალტერნატივა ნიცას ხეფრენ ტურამი გახლავთ.