იუვენტუსის ახალი წინადადება ატალანტას…
დუგლას ლუისის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსია.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ლა დეას წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება და მათ გაუმჯობესებულ წინადადებას წარუდგენს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ატალანტას ნიდერლანდელის სანაცვლოდ დინ ჰეისენსა და 35 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც შესაძლოა ლა დეას დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს.