TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა იუვენტუსში ზირკზეეს ტრანსფერს ითხოვს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას იმედი აქვს, რომ იუვენტუსი იანვარში ჯოშუა ზირკზეეს გაფორმებას შეძლებს.

ნიდერლანდელი ფორვარდის კარიერა პრემიერ ლიგაში არც თუ ისე კარგად წარიმართა, ამიტომ ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება და კვლავ ტიაგო მოტას გუნდში მუშაობა სურს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის აგენტი, ვინც პარალელურად დუგლას ლუისის ინტერესებს იცავს, გუნდს ზირკზეეს იჯარით გაფორმებაში ხელს შეუწყობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერი სხვა, უფრო იაფიან სამიზნეებზე გააკეთებს აქცენტს.