TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ოფიციალური განცხადება ლუისის ტრავმასთან დაკავშირებით

დუგლას ლუისმა, ვინც მცირე ტრავმა შტუტგარტთან მატჩის დაწყებამდე, გახურების დროს მიიღო, ცოტა ხნის წინ სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.

იუვენტუსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კუნთის არანაირი ტრავმა არ დაუდასტურდა.

გუნდის სამედიცინო შტაბი ბრაზილიელის სიტუაციას ყოველდღიურად დააკვირდება და დიდი ალბათობით ის ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება.