TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა:“ სეზონის კარგი სტარტი, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ტიმოთი ვეამ The Athletic-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოტას იუვენტუსი ? ეს უფრო პოზიტიური, შეტევასა და ბურთის ფლობაზე ორიენტირებული გუნდია. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვიძლია და ეს მეც მეხება. ჩვენ თამაშით სიამოვნებას ვიღებთ, სეზონის პოზიტიური სტარტი გვაქვს, დაცვაში ვართ სოლიდურები და შეტევაში გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს.

„ჩვენ ჯერჯერობით მწვრთნელის ტაქტიკის შესწავლის პროცესში ვართ, თუმცა გუნდი დღითი დღე უკეთესი ხდება და დარწმუნბული ვარ, წინ ძალიან კარგი სეზონი გველოდება.

„მარკუს ტურამი ? მას სეზონის დიდებული სტარტი აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერი არ მოგვწონს, მაგრამ მარკუსს ეს არ ეხება.

„მაკკენი ? სიმართლე რომ გითხრათ, უესტონი ჩემი იუვენტუსში გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და მისი იუვენტუსში ყოფნა დამატებითი მოტივაცია გახლდათ. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებთ და მიხარია, რომ ფეხბურთის ერთად თამაშის შესაძლებლობა გვაქვს.“