ბონუჩიმ სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო
ლეონარდო ბონუჩიმ დღეს სამწვრთნელო ლიცენზია ოფიციალურად მიიღო და ლეგენდარული იტალიელი ახალი თავგადასავლისთვის მზად არის.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბონუჩიმ UEFA-ს B კატეგორიის ლიცენზია მიიღო, რაც მას სერია ბ-ს, ასევე სერია ა-ს გუნდების პრიმავერას გაწვრთნის უფლებას აძლევს.
ბონუჩი სწავლას აგრძელებს და უახლოეს პერიოდში A ლიცენზიასაც მიიღებს, რაც მას უმაღლეს დონეზე მუშაობის საშუალებას მისცემს.
ბონუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე დაადასტურა (იხილეთ აქ), რომ მომავალშიი უვენტუსის გაწვრთნაზე ოცნებობს.