ბონუჩი:“ ვწუხვარ, რომ იუვენტუსთან ურთიერთობა ასეთ ცუდ ნოტაზე დავასრულე“
იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ტურინული გრანდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„ჩემი და იუვენტუსის დასასრული ? ეს ძალიან მწარე მოგონებაა, რომელსაც დღესაც სინანულით ვიხსენებ. ასეთი დასასრული ჩემთვის გახდა დარტყმა, რომელსაც არ ველოდებოდი. ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდისთვის იმდენი არ გაუკეთებიათ რამდენიც მე, გაცილებით დიდ პატივს იღებენ, რისი ხედვაც მარტივი არ არის.
„გუნდიდან ფაქტობრივად გაქცევა მომიწია, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა. ეს იყო ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომელიც მე არ დავიმსახურე. ვფიქრობდი, რომ იუვენტუსის მაისურით ჩატარებული 500 მატჩის შემდეგ, მე უკეთეს დასასრულს ვიმსახურებდი.
„შესაძლოა, ჩემი და იუენტუსის თავგადასავალი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს, ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა, ერთ დღეს იუვენტუსს მწვრთნელის ამპლუაში დავუბრუნდები. მე მომწონს იმის ფიქრი, რომ ეს ისტორია ჯერ დასრულებული არ არის.“