TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ ლაციო, კოპმეინერსს მინიმუმ 3 მატჩი გაუცდება

ტეუნ კოპმეინერსის თამაში ლაციოს წინააღმდეგ გამოირიცხა და ნიდერლანდელ ფეხბურთელს დიდი ალბათობით მინიმუმ 3 მატჩი გაუცდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, კოპმეინერსი სუნთქვის დროს ნეკნის მოტეხილობის გამო ტკივილს განიცდის, ამიტომ ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნება არ იგეგმება.

მოსალოდნელია, რომ კოპმეინერსი ლაციოსთან, შტუტგარტთან და ინტერთან მატჩებს გამოტოვებს და გუნდს თვის ბოლოს პარმასთან შეხვედრაში დაუბრუნდება.