TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსს მაისურის ახალი სპონსორი ჰყავს

იუვენტუსმა კომპანია Azimut-თან პარტნიორობა ოფიციალურად დაადასტურა.

ამერიკული საინვესტიციო კომპანიის ლოგო ტურინული გრანდის სახელოზე გამოისახება. შეთანხმების ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ტურინული გრანდი წლიურად 2-3 მილიონ ევროს მიიღებს.

იუვენტუსი აგრძელებს მაისურის მთავარი სპონსორის ძიებასაც. ბიუროკრატიული პრობლემების გამო ItaAirways-თან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობა სხვა სპონსორის ძებნას აგრძელებს.